09:15 | 2020-10-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რას უპირებს სახელმწიფო სახლში მარტოდ დარჩენილ ბავშვებს, რომელთა მშობლები კოვიდცენტრებში მკურნალობენ

რას უპირებს სახელმწიფო სახლში მარტოდ დარჩენილ ბავშვებს, რომელთა მშობლები კოვიდცენტრებში მკურნალობენ

„მარტო სახლში“ – ამ შემთხვევაში ეს ცნობილი მხატვრული ფილმის სათაური არ არის. ამ ფილმის მთავარი გმირის მსგავსად, მარტო სახლში ბავშვები რჩებიან, რომელთა ოჯახის წევრებს Covid-19 დაუდასტურდათ.

 

ალტერნატიული სერვისები, ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული გაიდლაინები და სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ გვაქვს. სანამ ვირუსი მძვინვარებს, მის მასშტაბთან ერთად იმატებს გამოწვევები და პრობლემები…

 

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა სამი შემთხვევა:

 

როცა ინფიცირებულმა მშობელმა არაინფიცირებული შვილი კლინიკაში თან წაიყვანა.

 

 

როცა ორი არასრულწლოვანი, 14 და 15 წლის ბავშვები მარტო დარჩნენ, რადგან მათ გადასაყვანად ნათესავებთან ან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში აუცილებელი პროცედურა დროულად ვერ შესრულდა.

 

 

ოჯახის თითოეული წევრი დაინფიცირდა. ბავშვის მარტო სახლში დატოვების მაღალი რისკის გამო, მასთან ინფიცირებული ბებია და ბაბუა დარჩნენ…

 

თუმცა, არიან ოჯახები, რომლებსაც არც ისეთი ახლობლები ჰყავთ, რომლებიც მზრუნველის არყოფნის დროს, მათ შვილებს წაიყვანენ. ასეთ დროს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი და უპირატესი უფლება – მზრუნველ და ჯანსაღ გარემოში, არასრულწლოვნის სიცოცხლის ხელშეუხებლობა.

 

როგორც ვხედავთ, ეს პრობლემა კომპლექსურია და შესაბამისად, გადაჭრას მოითხოვს, რისთვისაც შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნაა საჭირო; სამუშაო ჯგუფის, რომელშიც ყველა იმ ორგანოს წარმომადგენლები გაერთიანდებიან, რომლებიც ჩართული არიან ბავშვთა ზრუნვის სისტემაში.

მე ერთი სიცოცხლე დავასრულე... - თაკო ჩარკვიანი დედასა და კლინიკაში გატარებულ დღეებზე საუბრისას ატირდა
2020-10-20მე ერთი სიცოცხლე დავასრულე... - თაკო ჩარკვიანი დედასა და კლინიკაში გატარებულ დღეებზე საუბრისას ატირდა

 

 

„პრაიმტაიმი“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ მათ არასრულწლოვანთა ზრუნვისა და რეფერირების შესახებ გაიდლაინი ჯერ არ მიუღიათ.

 

„სანამ პროტოკოლი არ არის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ არასრულწლოვანთან მიმართებაში, რომელიც მარტო რჩება მშობლის, მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების ინფიცირების შემთხვევებში, რთულია გადაწყვეტილების მიღება. კომპეტენტურმა პირებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ და ჩვენი უწყება ამას უზრუნველყოფს.

 

ნათესაურ წრეში თუ ვერავინ მოიძიებენ, ვინც ბავშვზე პასუხისმგებლობას აიღებს, გადავა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში იმ ვადით, რაც საჭირო იქნება მზრუნველის გამოჯანმრთელებამდე.

 

ბავშვის კანონიერი წამომადგენელი სოციალური მუშაკი ვერ იქნება ნებისმიერ შემთხვევში, როცა ინფიცირებული მშობელი გადადის სამკურნალოდ კლინიკაში, ეს არის ობიექტური მიზეზი და თავიდან ვერ იქნება აცილებული. ამიტომ, მშობელი ისევ ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად რჩება და შესაბამისად, მისი პოზიცია გასათვალისწინებელია.

 

„ემანდ ბარი არ გააღოს ვინმემ 10-ის მერე ...“ - ფოტო თბილისის მეტროდან, როცა ქვეყანაში პანდემიაა
2020-10-20„ემანდ ბარი არ გააღოს ვინმემ 10-ის მერე ...“ - ფოტო თბილისის მეტროდან, როცა ქვეყანაში პანდემიაა

 

ბავშვი უნდა განთავსდეს ან ოჯახის ახლობლებთან, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში. ბავშვის ასაკიდან, მოწიფულობიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პატარას მარტო სახლში ვერ დატოვებენ“,- აცხადებენ უწყებაში. 

 

ამის შემდეგ „პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ან სხვა ოჯახის წევრები, თუ ისინი კოვიდდადებითები არიან, კლინიკაში გადასვლა უწევთ და ბავშვი სახლში უმეთვალყურეოდ რჩება.

 

„თუ ორივე მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდება, მშობლის გადასაწყვეტია, თან წაიყვანონ ბავშვი თუ სოციალურ მუშაკს ანდონ. მაქსიმალურად ხდება მშობლის აზრის გათვალისწინება. გვქონდა გამოცდილება, როცა ინფიცირებულმა დედამ არაინფიცირებული, ჯანმრთელი შვილის კლინიკაში მასთან ერთად წაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ვერ მიყავს ბავშვი კლინიკაში, ერთვებიან სოციალური მუშაკები.

 

– ბავშვის სხვაგან განთავსება ხდება PCR ტესტის გაკეთების შემდეგ, რამდენად სწრაფად კეთდება ტესტირება მსგავს კრიზისულ შემთხვევებში?

 

– ტესტირება ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტი დრო, მიმართვიდან რამდენ ხანში კეთდება, ვერ გეტყვით. თუმცა, მალე ხდება.

თეა დარჩიამ კოვიდსაწინააღმდეგო შლემი შექმნა -
2020-10-20თეა დარჩიამ კოვიდსაწინააღმდეგო შლემი შექმნა - "უსაქმურობისგან რაღაცებს ვიგონებ"

 

  • როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ პასუხობენ ამ გამოწვევას სხვადასხვა ქვეყნები?

 

ამ კითხვით სოციალურ მუშაკთა ასოციაციას მივმართეთ, რომელიც საერთაშორისო სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრია და უმეტესად, მთავარ გამოწვევებზე მუშაობენ, რეკომენდაციების სახით კი, სახელმწიფოს ეხმარებიან დაიხვეწოს ის მომსახურებები, რომლებმაც სოციალური კეთილდღეობის ხარისხი უნდა გაზარდოს.

 

როგორც სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის საქართველოს მსგავსად, მოუმზადებელია დანარჩენი სახელმწიფოები. რამდენიმე დღეში, ასოციაცია გაასაჯაროებს დოკუმენტს, სადაც ასახული იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც ქართული სახელმწიფოს გაიდლაინში უნდა აისახოს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X