
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩევს დელტა ვარიანტისაგან თავის დასაცავად შიდა სივრცეში პირბადე მაინც ატარონ.
ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider-ი ავრცელებს.
„თუ გინდათ, რომ კორონავირუსის დელტა შტამისგან, რომელიც ახლა განსაკუთრებით ცირკულირებს, თავი უფრო დაცულად იგრძნოთ, ატარეთ პირბადე შიდა სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში“,- აცხადებს ფაუჩი.
როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, დელტა შტამს უფრო მეტი მუტაცია აქვს განცდილი და სწრაფად ვრცელდება.
„ვირუსის ეს ვარიანტი საგრძნობლად განსხვავდება იმ შტამებისგან, რომლებიც არსებობს და რომლებიც გვინახავს. ის სწრაფად ვრცელდება“,- ამბობს აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი.
ამავე თემაზე – როგორ მზადდება COVID-19 ვაქცინები და როგორ ხდება მათი გამოცდა






















