14:41 | 2020-03-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

რას ურჩევს სპეციალისტი ადამიანებს, რომლებიც თვითიზოალციაში მარტოობას განიცდიან

რას ურჩევს სპეციალისტი ადამიანებს, რომლებიც თვითიზოალციაში მარტოობას განიცდიან

კოროანვირუსის ინფექციამ მთელი მსოფლიო იზოლაციაში მოაქცია. ადამიანებს უწევთ, რომ დარჩნენ სახლში, რათა თავი აარიდონ ვირუსს.

 

სახლში დარჩენილები ხშირად შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვერ კონტაქტობენ. ასეთ პირობებში ვიდეოზარები კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებად რჩება.

 

„Skynew“-სთან საუბარში პროფესორი სოფი სკოტი ვიდეოზარების ეფექტზე საუბრობს და განმარტავს, რამდენად შეუძლია ზარებს შეცვალოს ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია.

 

როგორც პროფესორი ამბობს, ვიდეოკამერით ადამიანთან კონტაქტი, ისეთივე კარგია, როგორც მაგალითად ერთ სივრცეში სხვებთან ერთად ყოფნა.

მთავარია ვინმესთან კონტაქტი, თუნდაც არ იცნობდეთ მას

მისი თქმით, ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ადამიანები იღებენ ისეთივე ენერგიას, რამდენსაც პირისპირ საუბრის დროს – „ეს რეალურად თქვენს თვალწინ ხდება“.

 

„უბრალო ხმასაც ასეთ დროს ადამიანისთვის დიდი მშენებლობა აქვს.

 

როგორც კი ადამიანი თქვენს სახეს დაინახავს, მას შეუძლია ემოციების აღქმა, რაც უფრო მეტად გეხმარებათ საუბარში და სიტყვების გააზრებაში.

 

ასევე მნიშვნელოვანია თვალებით კონტაქტი“,- ამბობს პროფესორი.

 

რას ურჩევს პროფესორი ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში სრულ სიმარტოვეს განიცდიან ?

 

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ვიდეოზარის პროგრამაა შექმნილი, იგი ყურადღებას ამახვილებს იმ შეზღუდვებზეც, რაც მსგავს პროგრამებს აქვთ დაწესებული, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანისთვის მსგავს პირობებში სხვებთან მცირე საუბარიც საკმარისია.

 

„არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებულებებიც, რომლის მიხედვითაც რაც უფრო დიდხანს არის ადამიანი სოციალურად იზოლირებული, მით ნაკლებია თანაგრძნობა.

 

ასეთ სიტუაციაში სოციალური მედია შესაძლოა თქვენი მეგობარი გახდეს. გამოიყენეთ ყველანაირი საშუალება, (facebook, Twitter..) სხვებთან საკონტაქტოდ“,- აღნიშნავს სოფი სკოტი.

 

იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ დღეს მსოფლიო „კომუნიკაციის ხანაში“ ცხოვრობს, რაც ყველაფერს აადვილებს.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X