10:49 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

რას ველოდებით გახარიას პარლამენტში მისვლისგან – კითხვები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უპასუხებს

რას ველოდებით გახარიას პარლამენტში მისვლისგან – კითხვები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უპასუხებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დღეს უკვე მეორედ მივა.

 

მთავრობის მეთაური საპარლამენტო ოპოზიციამ, პარტია „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა.

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. დეპუტატები სულ 10 შეკითხვას დასვამენ.

 

10 მთავარი სიახლე - რა გავიგეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან
2020-05-2710 მთავარი სიახლე - რა გავიგეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან

 

ოპოზიციური პარტიები მწვავე კითხვებისთვის ემზადებიან. დეპუტატები ძირითადად ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტულ პასუხებს ელოდება.

 

„რატომ არის ქვეყანაში სიღატაკე, რატომ არის ეკონომიკური კრიზისი, რატომ არის რომ არავითარი გეგმა არ გააჩნია ხელისუფლებას ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლისა და და სად არის ამ ვითარებაში იმ დახმარებების თუნდაც მწირი დანაპირების პაკეტი, რომელსაც ხელისუფლება თვეებია ამბობს და დღემდე არავის მიუღია“- განახცხადა გოცირიძემ.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრემიერს კითხვებს ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით დაუსვამს.

 

“ვაპირებთ დავუსვათ კითხვები ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, რაც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, მოსახლეობისთვის საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას, ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და ეკონომიკის დროულად ამოქოქვას“- განაცხადა კაპანაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ვიზიტს დაესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

 

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია პარლამენტში ორი დღის წინ მივიდა. ანგარიში 3 თვიანი კორონავირუსის პანდემიის მართვის შესახებ წარადგინა. პლენარული სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე 11 საათი გაგრძელდა.

 

გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა მესამედ, ივნისში მოუწევს, რა დროსაც პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

 

ავტორი: Prime Time

X