13:19 | 2021-05-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას ვითმენთ თუ ხვდებით?! რა ხდება, ხალხნო?! – თაკო ჩარკვიანის ემოციური მიმართვა

რას ვითმენთ თუ ხვდებით?! რა ხდება, ხალხნო?! – თაკო ჩარკვიანის ემოციური მიმართვა

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„ამ ფორმით თვალებისდამთხრელების გამოშვებით) ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროთ მეგობრებო! წარმოუდგენელი საზიზღრობაა! სირცხვილია დაზარალებულებთან, ტრამვირებულ ადამიანებთან! დიდი სირცხვილი!

 

P.S ანუ ხალხმა მანდატი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მიხედვით მოგვცა? ეს ივანიშვილ-კობახიძესეული ახალი ფორმაა „ეგზეკუციის“?!

 

 

ხალხნო, რას ვისმენთ და რას ვითმენთ თუ ხვდებით?! რა გაბედა ამ ულტიმატუმით დეპუტატების მისამართით, აღვირახსნილი კანონდარღვევა! რა კავშირი აქვს არჩეული დეპუტატის მანდატს დოკუმენტთან?! რა კავშირი აქვს ჩემს მანდატს, ამომრჩევლის ხმებს ამ დოკუმენტთან?! რა ხდება ხალხნო??????!!!!!!!!!“, – წერს ჩარკვიანი სოცქსელში.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

 

მისივე თქმით, შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია.

 

 

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს<. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება,შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას“ , – განაცხადა მელიამ.

 

ასევე, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გონივრულ ვადაში ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ისინი ვერცერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X