
ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი კორუფციის შესახებ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ის რასაც გახარია ეძახის ქართულ ჯიგრობას, მთელს მსოფლიოში ამას ეძახიან კორუფციას.
„როცა ვიღაცა მსგავსი გარიგებით აკეთებს, ეს არა ქართული ტრადიციისთვის, არამედ ჩამორჩენილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, იქ სადაც ყვავის კორუფცია.
მაშინ, როცა მარნეულში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ადამიანები განიცდიდნენ რომ მათი საქონელის გასაღებას ვერ ახერხებდნენ, ამ დროს ვიღაცამ გადაწყვიტა ხელი მოეთბო. ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს რომ ხელი მოითბოს გაჭირვების მომენტებზე“,- ამბობს სერგო რატიანი.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორუფციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„რა კორუფცია ხალხო – შეიძლება ვიღაცამ, ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში, რაღაცა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.























