12:48 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

„რათა დაცხრნენ და დააყენონ ენა“ – რას უპირებს მეუფე სტეფანე ურჩ სამღვდელოებას

„რათა დაცხრნენ და დააყენონ ენა“ – რას უპირებს მეუფე სტეფანე ურჩ სამღვდელოებას

“ვინც მიუღებლად იქცევა, მათ მიმართ გარკეული კანონიკური ხერხები იქნება გამოყენებულლი, რათა დააყენონ ენა”,- ამის შესახებ მეუფე სტეფანემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მონაზონი დედა სოსანა ეპარქიას ვეღარ დაუბრუნდება.

 

“გაძლიერდა ამბოხის სული, განდგომის სული. ცრუ პეტრემ, რომელიც არის ამ დაჯგუფებს უფროსი, დღეს, ფაქტობრივად, იკადრა ეკლესიაზე თავდასხმა.

 

იმ მონაზონს (დედა სოსანა) ველაპარაკე და სამი საათი ვუხსენი, როგორ უნდა მოიქცეს მონასტერში, ის წავიდა, სად? პატრიარქის საწინაარმდეგო აქციაზე. მე კარებს მას არ გავუღებდი.

 

რამდენიმე ადამანის მიმართ, ვინც ყველაზე მიუღებლად იქცევა, იქნება გარკვეული კანონიკური ხერხები გამოყენებული, რათა დაცხრნენ და ცოტახანი დააყენონ ენა” – განაცახდა მეუფე სტეფანემ.

 

მეუფე სტეფანემ დღეს კიდევ ჭყონდიდის ეპარქიის 4 სასულიერო პირს შეუწყვიტა მღვდელმსახურება, მათ შორისაა არქიმანდრიტი ათენოგენი და მამაო დანიელი.

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

 

თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, ვინც მე ლექსიკას მიწუნებს - მეუფე სტეფანე
2021-04-03თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, ვინც მე ლექსიკას მიწუნებს - მეუფე სტეფანე
ავტორი: Prime Time

X