23:42 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

რატი ბრეგაძე: მოვუწოდებ ოპონენტებს, დაასრულონ სიძულვილის ენა – ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის

რატი ბრეგაძე: მოვუწოდებ ოპონენტებს, დაასრულონ სიძულვილის ენა – ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოპონენტებს მოუწოდა, რომ დაასრულონ სიძულვილის ენა და საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდონ. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სიძულვილის ენის გამოყენებით, ოპოზიცია სააკაშვილისა და სხვა პატიმრებისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პირველადი ინფორმაცია 
2021-11-08როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პირველადი ინფორმაცია 

 

„როგორც ადრე ვთქვი და მრავალჯერ გამიმეორებია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და სათანადო დონეზე დაცული. ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ და ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყოს სათანადოდ დაცული. აქვე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა და საზოგადოებას მოუწოდონ სიმშვიდისკენ, ნაცვლად იმ რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

 

დღეს 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი: Prime Time

X