
სააკაშვილზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით. როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ნომერ მე-12 დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამკურნალო დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. თუ დადგება იმის საჭიროება, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















