10:28 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

რატიანი: 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

რატიანი: 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა „tv პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

ავტორი: Prime Time

X