15:28 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

რატო არავინ განიხილავს ვერსიას რომ სუიციდი იყო? – ნარკოლოგი ოპერატორის გარდაცვალების ვერსიებზე

რატო არავინ განიხილავს ვერსიას რომ სუიციდი იყო? – ნარკოლოგი ოპერატორის გარდაცვალების ვერსიებზე

ნარკოტიკი ტკივილის გამო, ან და აბსტენეციის გამო და ვინადან ორგანიზმი იყო დასუსტებული ზედოზირება განვითარდა? ვერსია უამრავია და ახლა მისი დადგენა ძაან გაუჭირდებათ, – ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით წერს.

 

„ცუდი რომ რამე უნდათ ადამიანზე თქვან საქართველოში ან წამალდამოკიდებულია ან გეი ამ ქვეყანაში !! ნუ ამ წუთას წამალდამოკდებულის ვერსია განიხილება კომენტარებში (ჩამპალი ნარკომანი , ორივე პახ გახსნილი წყალწაღებული ნარკომანი და ბევრი სხვა რამე კიდე) დაუშვათ იყო წამალდამოკიდებული მერე ეს ცვლის იმას რომ სასტიკად ცემეს? რატო არავინ განიხილავს ვერსიას რომ სუიციდი იყო? ან და მოიხამრა ნარკოტიკი ტკვილის გამო ან და აბსტენეციის გამო და ვინადან ორგანიზმი იყო დასუსტებული ზედოზირება განვითარდა? ვერსია უამრავია და ახლა მისი დადგენა ძაან გაუჭირდებათ მაგრამ იმიტომ, რომ წამალდამოკიდებული იყო. არ ვიცი, იყო თუ არა ამის გამო მის ცემას არანაირი გამართლება არა აქვს და ყველა უნდა დაისჯაოს ვინც ეს გააკეთა და მიიყვანა ეს ადამიანი სიკვდილამდე!“ – წერს ზურა სიხარულიძე.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: Prime Time

X