10:30 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

რატომ აღენიშნება ზოგიერთ COVID-19-ით დაავადებულს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები

რატომ აღენიშნება ზოგიერთ COVID-19-ით დაავადებულს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები

კორონავირუსული ინფექციის მქონე ყოველ მეათე ადამიანს უფიქსირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მხრივ სერიოზული გადახრები. სპეციალისტების თქმით, ვირუსი აპროვოცირებს ნაწლავის ქსოვილში ანთებას და აიძულებს მათ დიდი რაოდენბოთ კალციუმის იონების შთანთქმას. ექიმებმა გაანალიზეს ნაწლავის ქსოვილის სხვადასხვა ტიპის რეაქცია კორონავირუსზე. კვლევის შედეგებს mkurnali.ge ავრცელებს.

 

დადგინდა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები უპირატესად უკავშირდებოდა კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ანთებას ნაწლავის ქსოვილებში.

 

ამ ქსოვილების უჯრედები იწყებდნენ მრავალი სიგნალური მოლეკულის პროდუცირებას, რომლებიც აძლიერებდნენ ანთებას. აღნიშნული სიგნალური მოკლეკულები უარყოფითად მოქმედებდნენ ნაწლავის უჯრედებში იონურ არხებზე. შედეგად უჯრედები იწყებდნენ გარემოში ქლორის იონების გამოშვებას და კალციუმის ატომების შთანთქმას.

 

კალციუმის ატომები, თავის მხრივ, უჯრედში მოხვედრისას, ააქტიურებდნენ ნაწლავის შიგთავსის გამოყოფის დამაჩქარებელი გენების გააქტიურებას, რაც საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ეფექტს ახდენდა უჯრედებზე არა მარტო მთლიანი ვირუსი, არამედ მისი ცილოვანი გარსის ნაწილებიც.
წყარო: მკურნალი. ჯი
ავტორი: Prime Time

X