01:31 | 2020-04-25 ავტორი: Prime Time

რატომ აკრძალა საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა – საქმე COVID 19-ს ეხება

რატომ აკრძალა საფრანგეთმა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა – საქმე COVID 19-ს ეხება

საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიკოტინის შემცველ პროდუქტებზე ონლაინ-ვაჭრობა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მიზეზი კორონავირუსია, რომლის მიხედვითაც ნიკოტინმა COVID-19-თან ბრძოლაში შეიძლება ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

 

აკრძალვა ეხება ნიკოტინის შემცველ საღეჭ რეზინებს და სხეულზე დასაკრობ პატჩებს, რომლებიც ადამიანს თამბაქოზე თავის დანებებაში ეხმარება.

 

სტატისტიკური მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მწეველები არამწეველებთან შედარებით COVID-19-ზე სამკურნალოდ პარიზის საავადმყოფოებს უფრო ნაკლებად მიმართავდნენ.

 

ამ დროის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 159 828 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 22 245 ადამიანი გარდაიცვალა, 43 493 კი გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: Prime Time

X