
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ არ მოხდა პრემიერ-მინისტრის აცრა აქამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
როგორც გაბუნია ამბობს, პრემიერი ჯერჯერობით არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებოდა, რომლებიც დღეს იცრებიან.
„ჩვენი აცრების გეგმა მიყვება მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა არის მნიშვნელოვანი. პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ვაქცინაცია.
თამარ გაბუნიას განმარტება
მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ჩვენ მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია 100 ცნობადი სახის აცრამ, ამიტომ არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, პრმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება.























