11:16 | 2021-04-21 ავტორი: Prime Time

რატომ არ არის საჭირო ვაქცინაციის წინ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება – მაია ბუწაშვილის განმარტება

რატომ არ არის საჭირო ვაქცინაციის წინ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება – მაია ბუწაშვილის განმარტება

არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არცერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არ გაცემულა, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, თუ ადამიანს გეგმიურად რაიმე პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება სურს, ეს მისი ნებაა, მაგრამ ამის რეკლამირება არასწორია.

 

“მედიცინაში არ არსებობს მცნება ლაბორატორიული გამოკვლევების „პრევაქს პანელი“. არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არცერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არ გაცემულა. თუ ადამიანს გეგმიურად რაიმე პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება სურს, ეს მისი ნებაა და ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ასე საყოველთაოდ ამის რეკლამირება, სახელის ფორმალიზება (პრევაქსი), რაც ადამიანებს უჩენს იმის განცდას, რომ ანალიზების ამ ერთობლიობას მართლა რაიმე ოფიციალური სახელი ქვია და სამედიცინო საფუძველი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც სრულიად არასაჭირო”, – წერს მაია ბუწაშვილი.

ავტორი: Prime Time

X