17:09 | 2021-02-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ არ ეკეთათ სინოდის სხდომაზე მეუფეებს პირბადე – მეუფე ნიკოლოზის განმარტება

რატომ არ ეკეთათ სინოდის სხდომაზე მეუფეებს პირბადე  – მეუფე ნიკოლოზის განმარტება

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გუშინ და გუშინწინ საპატრიარქოში კორონავირუსზე PCR ტესტი გაიკეთეს, ამიტომ დღევანდელ სხდომაზე უპირბადოდ იმყოფებოდნენ.

 

კადრები წმინდა სინოდის სხდომიდან - სხდომის მდივანი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავაა
2021-02-11კადრები წმინდა სინოდის სხდომიდან - სხდომის მდივანი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავაა

 

„რატომ არ გვეკეთა პირბადეები როგორ ფიქრობთ? არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, პატრიარქს? ასეთი რამე რატომ უნდა უთხრა ხალხს, რომ ასე დავდივართ? ყველამ, აბსოლუტურად ყველამ გავიარეთ PCR ტესტი, გუშინ და გუშინწინ იყო მთელი ლაბორატორია მოწყობილი საპატრიარქოში და ყველამ გავიარეთ, ამიტომ მივეცით ჩვენს თავს ამის უფლება”, – განაცხადა მეუფემ.

 

შეგახსენებთ, საპატრიარქოში სინოდის სხდომა დღეს ჩატარდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X