13:54 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

რატომ არ გადაუნერგეს გული ლევან ვასაძეს

რატომ არ გადაუნერგეს გული ლევან ვასაძეს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ცოტა ხნის წინ მეორე დაავადების დიაგნოზის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მას გულის ამილოიდოზი და სისხლის სიმსივნური დაავადება აქვს. ამ დროს პაციენტებს ძვლის ტვინის გადანერგვას უკეთებენ ხოლმე.

 

რა ეტაპზეა ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ამაზე ჟურნალ „სარკესთან“ მისი მეგობარი და თანაგუნდელი, სოსო მანჯავიძე საუბრობს. მანჯავიძე ამბობს, რომ საუბარი იყო გულის გადანერგვაზეც, თუმცა, ამის საჭიროება არ დამდგარა.

 

„ძვლის ტვინი რომ გადაინერგოს, საჭიროა, გულის ფუნქცია ავიდეს გარკვეული მაჩვენებლის ზემოთ. თურქეთში რომ ჩავიდა, საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. რაღაც სკალაა, რომლის მიხედვითაც, 27 ჰქონდა მაჩვენებელი და ახლა 48 აქვს. ამ სკალის მიხედვით, 50-ის ქვემოთ უკვე ცუდია, 40-ის ქვემოთ ძალიან ცუდია და 30-ის ქვემოთ დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება, რომ პროცესი ცუდი შედეგით არ დამთავრდეს.

 

ეს მაჩვენებელი თუ ავიდა 50-ის ზემოთ და იმედია ავა, მერე შესაძლებელი გახდება ძვლის ტვინის გადანერგვაც. ამის შემდეგ არის შესაძლებელი განკურნება და ამის იმედი გვაქვს ყველას. ლევანის ეს ორივე დაავადება ძალიან მძიმეა, მაგრამ მთავარია, რომ განკურნება შესაძლებელია.

 

„ჯერ თურქეთში იყო, სადაც, ჩვენგან განსხვავებით, მედიცინამ საოცარი პროგრესი განიცადა. არადა, თურქეთი იქით სწავლობდა ჩვენგან. თურქეთში მას რომ გულის ამილოიდოზის დიაგნოზი დაუსვეს, უთხრეს, დაუყოვნებლივ გაეკეთებინა გულის გადანერგვა. მაშინვე დაუკავშირდნენ მოსკოვში ლეო ბოკერიას და, რამდენადაც ვიცი, მან უთხრა, რომ გადანერგვის გარეშეც შეიძლებოდა მკურნალობა“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X