
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
ინფორმაცია საზოგადოებას „ფეისბუქლაივით“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააცნო.
„იმ დაშვებით, რომ ვირუსის გავრცელების გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოკლევადიანია, ეს დროებითი ხასიათის მიწოდების შოკს წარმოადგენს, რაზეც მონეტარული პოლიტიკის რეაგირება კონტრპროდუქტიულია.
ამასთან, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრად ვარდნა, რაც საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად აისახება და უკვე ისახება კიდეც“, – განაცხადა გვენეტაძემ.
კორონავირუსის პანდემიისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური გაურკვევლობა კვლავ გრძელდება.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ მარტში 6.1 პროცენტი შეადგინა.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება.
გვენეტაძის თქმით, ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.






















