
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სამშენელო მასალების მაღაზიებისგან განსხვავებით იმიტომ არ იხსნება, რომ ტანსაცმელს ყიდვის დროს იზომავენ ადამიანები და რისკები განსხვავებულია.
„ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები რით განსხვავდება სამშენებლო მასალების მაღაზიებისგანო? თუ ეს ვიღაცას არ ესმის, მინდა გავაგებინო. თუმცა ძალიან კარგად იციან რატომაც არის ეს განსხვავება და მაინც ამას „აწვებიან“, რომ რა განსხვავებაა თურმე, ტანსაცმლის მაღაზიაში წავა თუ სამშენებლო მაღაზიაში.
ცემენტის ტომარას ხომ არ ვიზომავთ არა, მივდივართ და ვყიდულობთ, პიჯაკს რომ ვყიდულობთ, ან ფეხსაცმელს, უნდა მოიზომო და ხომ არის რისკებში განსხვავება?!“ – განაცხადა „POSTV“- ის ეთერში პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 667 შემთხვევაა დადასტურებული.
383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.






















