02:16 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

რატომ არ იკრიბება პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის პირობებში

რატომ არ იკრიბება პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის პირობებში

„საგანგებო პირობებში პარლამენტი საგანგებო რეჟიმში უნდა მუშაობდეს და ეს ასეც ხდება“ – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საკანონმდებლო ცვლილებები პრეზიდენტის დეკრეტით ხორციელდება.

 

​„პარლამენტს აქვს ორი მიმართულება. ერთ-ერთი არის საკანონმდებლო საქმიანობა, რაც ძირითადად გადასულია დეკრეტით მთავრობის და პრეზიდენტის ხელში.

 

ჩვენ თუ ერთკვირიანი, ორკვირიანი ან სამკვირიანი პროცედურები გვჭირდება თითო ნორმის მისაღებად, პრეზიდენტს დეკრეტით შეუძლია ეს ერთ დღეში გააკეთოს.

 

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება ეს გახდეს საჭირო. სწორედ ამისთვის მოიგონა დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოებამ და ცივილიზაციამ საგანგებო მდგომარეობა, რომ დეკრეტით, წუთებში მოხდეს ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების აღსრულება და არ გაგრძელდეს კვირების განმავლობაში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი: Prime Time

X