16:00 | 2020-06-28 ავტორი: Prime Time

რატომ არ იკრიბება სინოდი? – „ეკლესია შეგნებულად არ იწვევს სინოდის სხდომას”

რატომ არ იკრიბება სინოდი? – „ეკლესია შეგნებულად არ იწვევს სინოდის სხდომას”

ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია შეგნებულად არიწვევს სინოდს რათა არმოუწიოთ მაღალ იერარქობას პრობლებზე შეხება, რადგან საზოგადოების პროგრესული ნაწილი ვისაც ეკლესიის ბედი ადარდებს ითხოვს მძიმე ფაქტებზე რეაგირებას, – ამის შესახებ თეოლოგი ლევან ტატურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„როგორც ჩანს საქართველოს ეკლესიის ცენტრალურმა ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი სინოდალური შეკრების ვალდებულება (არანაკლებ წელიწადში ორგზის) ბოლო ორი წელია სრულიად იგნორირებულყო. ეს იმის ფონზე, როცა სხვა მოძმე ავტოკეფალურ თუ ავტონომიურ ეკლესიებში არსებობს მუდმივ მოქმედი სინოდი, ეკლესიის ნაკლებ პრობლემიანობის და მეტად მოწესრიგებულობის მიზნით.

 

სამწუხაროდ, ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია შეგნებულად არ იწვევს სინოდს, რათა არ მოუწიოთ მაღალ იერარქობას პრობლებზე შეხება, რადგან საზოგადოების პროგრესული ნაწილი ვისაც ეკლესიის ბედი ადარდებს, ითხოვს მძიმე ფაქტებზე რეაგირებას, დანაშაულებრივი შემთხვევები რომელიც ფაქტობრივად ტრადიციად ყალიბდება საეკლესიო სივრცეში: მძიმე ზნეობრივი, ფინანსურ ქონებრივი და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაული.

 

 

რასაც ვშოულობ ეკლესიაში მომაქვს - მეუფე საბა
2020-06-26რასაც ვშოულობ ეკლესიაში მომაქვს - მეუფე საბა

 

სინოდის შეკრება რეაგირების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან აღიარებულ იქნას პრობლემები, მხილებული კონკრეტული დამნაშავეები და განკანონდეს საეკლესიო სასჯელით…სამწუხაროდ ყველამ, კარგმა თუ ცუდმა იერარქიამ ერთხმად ამჯობინეს დაუსჯელობის სინდრომის გამეფება.

 

თუ აქამდე შეკრების დროს დუმდნენ, ეხლა საერთოდ შეკრების აუცილებლობაც მიიჩქმალა… გავიხსენებ მარტის თვის რიგგარეშე საგანგებო შეკრებას, რომელიც ეხებოდა კორონა ვირუსის მიერ წარმოშობილ პრობლემებს, შემდგომში კი ამავე კრების დადგენილება ურთიერთდაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

და ბოლოს მინდა ვთქვა, დღეს შეიძლება სჩადიოდე ყველა სახის უმსგვასობას, ამავე დროს იყო სას. პირი და არ,ითვლებოდე წმინდა ეკლესიის შემარცხვენელად თუ ჰარმონიულ ურთიერთობა გაგაჩნია საქართველოს საპატრიარქოსთან, მაგრამ თუ შენ უბრალოდ ეხები პრობლემას, რომლის მოგვარება საპატრიარქოს პრეროგატივაა, მაშინ შენ ეკლესიის რიგით წევრი და მოქალაქე ამ ქვეყნისა აუცილებლად გამოცხადდები გარკვეული იერარქების ჯგუფის მიერ (რომლებსაც წამყვანი ძალმოსილება გააჩნიათ ეკლესიის მართვის საკითხებში) ქრისტესა და მისივე ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალის წარმომადგენლად,“ – წერს თეოლოგი.

 

 

ავტორი: Prime Time

X