22:53 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

რატომ არ შეუშვეს ტაძარში მეუფე იაკობის ნათლული – ეპისკოპოსის სკანდალური განცხადება

რატომ არ შეუშვეს ტაძარში მეუფე იაკობის ნათლული – ეპისკოპოსის სკანდალური განცხადება

ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგების დროს განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა მისი ნათლული ეკლესიაში არ შეუშვა.

 

ამის მიზეზად მეუფე იაკობმა კორონავირუსის შესაძლო გავრცელება დაასახელა.

 

მისივე თქმით, მრავლად იყო ფაქტები, როდესაც მღვდლები მრევლს ტაძრებში არ უშვებდნენ, რის გამოც მეუფე იაკობი მათ მონანიებისკენ მოუწოდებს.

 

„არ შეიძლება რომ საქართველოში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირზე რაღაც არ ვთქვა. მხოლოდ მღვდლებზე ვამბობ ამას, ეპისკოპოსებს არ ეხებათ – მოინანიეთ!…

 

ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო. რას მოდიხარ აქო, შვილები გვყავს ჩვენ და ხომ შეიძლება გადაგვდოთ და შვილებს მივუტანოთო. თუ გეშინია, წადი თქვი რომ გეშინია და ნუ მოხვალ, ეგ უფრო ვაჟკაცობა არ არის? აბა ვის უნდა შენი მსახიობობა, რომ მოდიხარ თეატრი ხომ არ არის, წირვაა.

 

ეს ერთი შემთხვევა ვთქვი და მიხვდება რომელიც არის, კარგად მიცნობს და მიხვდება. შეინანონ სანამ დროა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი: Prime Time

X