20:17 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ არ უნდა მოვიმარაგოთ სურსათი – რომან გოცირიძის განმარტება

რატომ არ უნდა მოვიმარაგოთ სურსათი – რომან გოცირიძის განმარტება

ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს, – ამ შინაარსის პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და მიზეზს განმარტავს.

 

„მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა. როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.

 

ეკონომიკაში მოთხოვნის კლებით გამოწვეული შოკია და არა მიწოდების ( გამოშვების) შემცირებით გამოწვეული.

 

ქართული მაგალითი რომ ავიღოთ: თუ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო სუფრები შეიზღუდება, სად უნდა გაიყიდოს ჩამოსასხმელი ღვინო, მინერალური წყალი, კიტრი, პომიდორი და ა. შ. ეს შეზღუდვები ათეულ მილიონობით ლარის ოდენობით ამცირებს მოთხოვნას.

 

აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც“, – ვკითხულობთ გოცირიძე Facebook-პოსტში.

 

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

 

ამავე თემაზე;  მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების მარაგი საკმარისია, ყოველდღიურად ახლდება – ნათია თურნავა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X