
1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, საღმრთო ლიტურგიას ბოდბის მონასტერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს.
ილია მეორე ბოდბეში 29 ივნისს ჩავიდა.
ბოდბელი მთავარ-ეპისკოპოსის, იაკობის ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ბოდბეში დარჩება და 1ივნისს, საკათედრო ტაძარში, საზეიმო ღვთისმსახურებას ჩაატარებს.
პირველ ივნისს, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთის მსახურებას ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია-II წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
„ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა საზეიმო ღვთისმსახურებაში, გეძლევათ კურთხევა, მობრძანდეთ“, – განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.
საზეიმო წირვა-ლოცვა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, დილის 10:00 საათისათვის დაიწყება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























