11:23 | 2020-06-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რატომ დააკავეს ჩემპიონი ძიუდოისტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე – ფიგურანტების წრე ცნობილი ხდება

რატომ დააკავეს ჩემპიონი ძიუდოისტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე – ფიგურანტების წრე ცნობილი ხდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცველბის საქმეზე 17 პირი დააკავეს.

 

არსებული ინფორმაციით დაკავებულებს შორის არის ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი, რომელიც მცხეთის პოლიციაში 20 ივნისს გამოკითხეს.

 

გიგა ტატიაშვილი 2002 წელს დაიბადა და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია.

 

ვინ არის გიორგი შაქარაშვილის საქმის ...

 

ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. გავრცელებული ინფორმაციით ახვლედიანი აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა. ვახო ახვლედიანს 2 დღის წინ ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა.

 

მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

 

როგორ დაიწყო დაპირისპირება? - გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოება
2020-06-25როგორ დაიწყო დაპირისპირება? - გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოება

 

დაკავებულებს შორის არის თენგო ბარბაქაძეც, რომელიც წუხელ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს.

 

თენგო ბარბაქაძე იმ წვეულებაზეც იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

“ვიცი, რომ კლა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო…“ – რას ამ­ბო­ბენ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მწვრთნე­ლი ძი­უ­დო­ისტზე, რო­მე­ლიც 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს.

თენგო ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე ადასტურებს ფაქტს, რომ სუფ­რას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი.

 

მისივე თქმით ტატიაშვილი იუბილარის კლასელია.

 

ხვიჩა ბარბაქაძე ამბობს, რომ ტატიაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ და თბილისში სავარუდოდ ტატიაშვილის კუთვნილი „მერსედესისი“ მარკის ავტომობილით დაბრუნდნენ, რომელიც ამ დრომდე პოლიციაში დალუქულ მდგომარეობაშია.

 

ცოტა ხანში კი, კვლავ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად.

 

17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი საბა ჩხარტიშვილი. როგორც ჭიკაიძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილით, 8 საათზე დააკავეს.

 

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ასევე დაკავებულები არიან მორაგბეები, რომლებიც მცხეთის პოლიციაში გუშინ დაიკითხნენ.

 

ოქროს მოწმეზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში.

 

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ბრალს სავარაუდოდ ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგენენ.

 

შსს ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებითგააკეთებს.

 

არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი - გიორგი შაქარაშვილის ბიძა
2020-06-25არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X