15:16 | 2020-10-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რატომ დაბლოკა „მთავარმა არხმა“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლი

რატომ დაბლოკა „მთავარმა არხმა“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლი

„მთავარმა არხმა“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეო-რგოლი ეთერში არ გაუშვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

 

საუკეთესო სია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოფილა - მიხეილ სააკაშვილი „ენმ“-ის სიაზე
2020-10-02საუკეთესო სია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოფილა - მიხეილ სააკაშვილი „ენმ“-ის სიაზე

 

„მე მაინც იმ იურისტის მიერ საკუთარი პროფესიის და თავის აბუჩად აგდებაზე ვიცინი, რომელიც დირექტორის მითითებით ამ რეკლამას ბლოკავს – მიშა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საარჩევნო აგიტაცია ეკრძალებაო.

 

მიშაზე და აგიტაციაზე არაფერს ვიტყვი – პრემიერადაა დასახელებული.

 

მაგრამ ანტიპუტინურ შინაარსს, ან ბუშთან ან ობამასთან შეხვედრის კადრებს რეკლამაში რომ ვერ ჩადებთ, ეგ ცალკე „სიმაღლეა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა გაერკვია, რატომ დაბლოკა „მთავარმა არხმა“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეო-რგოლი და ტელეკომპანიის იურისტს თამთა მურადაშვილს დაუკავშირდა.

 

მურადაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კლიპში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას კანონი კრძალავს და თუ „ევროპული საქართველო“ კლიპიდან იმ ნაწილს ამოიღებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჩანს ტელეკომპანია ვიდეო-რგოლს გაუშვებს.

 

„არ დაგვიბლოკავს. ვიდეო-რგოლი კანონთან შეუსაბამოა. მხოლოდ „ევროპული საქართველოსთვის“ არ გვითქვამს უარი, მანამდე კიდევ ორ პარტიას ვუთხარით უარი. კანონთან შეუსაბამობაში იგულისხმება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და კლიპში რომ გამოჰყავთ არ შეიძლება. იგივე მიზეზით უარი ვუთხარით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს.

 

საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება და ტელეკომპანიას არეგულირებს მარეგულირებელი კომისია, რომელიც მეტყვის, რომ უკანონოდ გავუშვი რეკლამა. თუ მარეგულირებელ კომისიაში გაარკვევენ და მარეგულირებელი გვეტყვის, რომ დასაშვებია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა კლიპში, გინდ დადებითად, გინდ უარყოფითად, გავუშვებთ.

 

უბრალოდ ძალიან დიდი ჯარიმებია მაუწყებლების წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, რომ შემოგვედაონ ძალიან დიდი ჯარიმები იქნება.

 

ამ მიზეზით ვუთხარით უარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „მრეწველობა – გადაარჩინე საქართველოს“, მერე იყო „ევროპული საქართველო“. „პატრიოტთა ალიანსმაც“ მოიტანა და მათთაც ალბათ დავუხარვეზებთ და უარს ვეტყვით.

 

კლიპს სრულად უარს კი არ ვეუბნებით, არამედ  თუ შეასწორებენ, იმ ნაწილებში სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩანს, თუ ამოიღებენ და ჩასწორებული სახით მოიტანენ გავუშვებთ.

 

მაგალითად „მრეწველობა საქართველოს“ კლიპში ჰყავდა მერაბიშვილი, ადეიშვილი, მელია, კირკიტაძე, სააკაშვილი, თუმცა ყველა კლიპში მაინც სააკაშვილი იყო. ამოიღონ სააკაშვილი და გავუშვებთ. აქ უბრალოდ კანონის მოთხოვნაზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ აგიტაციაში დაუშვებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან უცხო ქვეყნის ორგანიზაციის მონაწილეობა“, – აღნიშნავს „მთავარი არხის“ იურისტი.

 

იხილეთ „ევროპული საქართველოს“​ ვიდეო-რგოლი, რომელიც „მთავარმა არხმა დაბლოკა 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X