16:14 | 2021-12-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ დაიბარეს თემურ ალასანია გამოკითხვაზე – შსს-ს კომენტარი

რატომ დაიბარეს თემურ ალასანია გამოკითხვაზე – შსს-ს კომენტარი

ბიზნესმენი თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

გიული ალასანია - კარგი იქნება, სააკაშვილს მიეცეს საშუალება, სამკურნალოდ გავიდეს ქვეყნიდან
2021-12-16გიული ალასანია - კარგი იქნება, სააკაშვილს მიეცეს საშუალება, სამკურნალოდ გავიდეს ქვეყნიდან

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა – თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ უწყებაში.

 

შინაგანს საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.

 

ეს ნახეთ: „მთელი ბათუმი მინერვას ჭირისუფალია“ – ვინ იყო ქალი, რომელსაც დღეს ბათუმლები დასტირიან

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X