
თბილისის ცენტრალში მდებარე „ოქროს ბირჟის“ ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრმა მუშაობა 2 კვირით შეაჩერა.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადგილობრივი მოვაჭრეები ამბობენ, რომ მანამდე, „ოქროს კიდობანის“ თანამშრომლები დაინფიცირდნენ, თუმცა სავაჭრო დაწესებულებას მუშაობა არ შეუჩერებია.
ინფორმაციის გადამოწმებით მიზნით, „პრაიმტაიმი“ „ოქროს კიდობანის“ დირექტორს, ნანა სონგულიას დაუკავშირდა.
როგორც გაირკვა, ინფექციამ მათთან თითქმის 1 თვის წინ შეაღწია და დროული პრევენციული ღონისძიებების წყალობით, სავაჭრო ცენტრის დაკეტვა საჭირო არ გახდა.
თბილისში „ოქროს ბირჟა“ მუშაობას აჩერებს! – თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
გიდასტურებთ, რომ ჩვენ 3 ინფიცირებული თანამშრომელი გვყავდა. პირველი ინფიცირებული 10 სექტემბერს გამოვლინდა, ბათუმის კონტაქტებიდან იყო, შემდეგ დაინფიცირდა კიდევ 2. გავაკეთე წერტილოვანი ლოკალიზაცია, ხალხი იზოლაციაში გავუშვი, ლაბორატორიული კვლევები ჩავატარეთ და ყველა თანამშრომელი დავტესტეთ. ახლა ყველა გამოჯანმრთელდა და ჩვეულებრივ, დაუბრუნდნენ სამსახურს.
ვიცავთ რეკომენდაციებს – პირბადე, დისტანცია, სამ დღეში ერთხელ დეზინფექციას ვატარებთ. ჩვენთან მოსული მომხმარებელი სრულიად დაცულია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნანა სონგულია.






















