
ექიმი თამარ ჟამურაშვილი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ერთადერთი, რაშიც მთავრობას ადანაშაულებს, დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლის არარსებობაა.
„გადაბრალების ჟამიც დამდგარა… ერთადერთი კითხვა მაქვს, რატომ არ ითქვა ეს სიტყვები ივნისში? რატომ დაუშვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები ქვეყანაში? ის, რასაც მე-4 ტალღა გვიქადდა, წესით ყველა ექიმს უნდა სცოდნოდა წინასწარ (ნათლად ჩანს ჩვენს მიერ მოწერილ „ექიმების ღია წერილში“), რატომ დავუთმეთ ასპარეზი პოლიტიკას და რატომ გავდექით განზე? ივნისში რეგულაციები რომ არ შემსუბუქებულიყო, მე-4 ტალღა სექტემბერში დაგვიდგებოდა, ისევე როგორც გერმანიაში და მანამდე უფრო მეტი აცრილიც გვეყოლებოდა… მე-4 ტალღა მთავრდება, ახლა რისთვის და ვისთვის არის ეს დაგვიანებული აღიარება?”,- წერს ჟამურაშვილი.
მნიშვნელოვანი სიხალეები:
ასევე დაგაინტერესებთ:






















