
ხობის მკვიდრ 40 წლამდე მამაკაცს, რომელიც აბაშის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად იყო წასული, მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
თვითმხილველების ცნობით, იგი ჯგუფს ჩამორჩა. იქვე იპოვეს მისი მობილური ტელეფონი.
„ვინაიდან, იგი ჩვენთან ერთად არ შემოსულა თხილის პლანტაციაში და ჩვენ ჩამოგვრჩა, სამართალდამცველებმა საჭიროდ ჩათვალეს, იქვე მიმდებარედ ხელოვნურ ტბაში დაეწყოთ მისი ძებნა. იქნებ, საბანაოდ ჩავიდა, არც ჩვენ გამოვრიცხავთ ამ ფაქტს”,- ამბობს სოფლის მკვიდრი.
მისი კვალის დადგენა მეორე დღეა ვერ ხერხდება.
სამუშაოებში, ხელოვნურ ტბაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცავები და ახლობლები ჩაერთნენ.
ცნობისთვის,აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე ასაკის მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ.
ავტორი: თეა შონია
ვინ არის აბაშაში გაუჩინარებული მამაკაცი? – პოლიციაში ახლობლები გამოკითხეს























