23:10 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის პროცესში საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი თავს იკავებენ ვაქცინაციის კურთხევაზე, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.

 

“ჩვენ მომსწრეები ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი.

ტვინი აშკარად არ აქვთ, თუ რას ფიქრობდნენ, როცა ამ საბუთებს ყიდულობდნენ - ვის დასჯას ითხოვს ფხაკაძე
2021-11-04ტვინი აშკარად არ აქვთ, თუ რას ფიქრობდნენ, როცა ამ საბუთებს ყიდულობდნენ - ვის დასჯას ითხოვს ფხაკაძე

 

სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა, ასევე, ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად.

 

 

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა”,- თქვა პრეზიდენტმა.

 

„რატომ არ მომტყდა ფეხი, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი,”- დაწერა ხატია სიჭინავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

 

ასევე ნახეთ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X