
არქიმანდრიტმა გრიგოლ აბაშიძემ ქადაგების დროს მეუფე ნიკოლოზის[ნარმიანის] შესახებ ისაუბრა და მისთვის მღვდლობის შეჩერების მიზეზები განმარტა.
არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ მეუფე ნიკოლოზი პატრიარქთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, როცა ილია მეორემ მას მოსთხოვა საკვები მიეღო, რაზეც მან უარი განაცხადა.
გრიგოლ აბაშიძის თქმით სწორედ ეს გახდა მეუფე ნიკოლოზის მოკვეთის საბაბი.
„ბერ ნიკოლოზს რატომ შეუჩერდა მღვდლობა? არ ჭამდა და არ სვამდა ის კაცი. ჭამეო პატრიარქმა სთხოვა, მისი ხელით მოუტეხა მან სტაფილო.
არაო – უპასუხა ნიკოლოზმა. აბა მოხსენით ჯვარი ახლა ამასო, უთხრა პატრიარქმა“ – განაცხადა გრიგოლ აბაშიძემ.






















