16:00 | 2021-10-21 ავტორი: Prime Time

რატომ გადაიფიქრა ექსპრეზიდენტმა საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა და რატომ არჩია, საზღვარი უკანონოდ გადმოეკვეთა

რატომ გადაიფიქრა ექსპრეზიდენტმა საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა და რატომ არჩია, საზღვარი უკანონოდ გადმოეკვეთა

ლიზა იასკო უკრაინელი პოლიტიკოსია, რომელიც მიხელ სააკაშვილმა თავის რჩეულად სახალხოდ გამოაცხადა. ამ ფაქტის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ გამოჩნდა.

 

ლიზა იასკომ შეყვარებული ციხეშიც მოინახულა. გუშინ, 20 ოქტომბერს ლიზა იასკომ უკრაინელ ჟურნალისტს, ოლესია ბაცმანს ინტერვიუ მისცა და უამრავ კითხვას გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდს ლიზას ინტერვიუდან:

 

„თავიდან მიშას სურდა საქართველოში თვითმფრინავით წასვლა, სახალხოდ და ღიად – გააკეთა განცხადება, გამოაქვეყნა ბილეთები, მაგრამ მოხდა დიდი შეტევა ჰაკერების მხრიდან, სისტემაზე, რომ ბილეთები გაუქმებულიყო. პლუს, მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში არ აუშვებდნენ ან თვითმფრინავი არ აფრინდებოდა, ან თვითმფრინავს სხვა ადგილზე დასვამდნენ.

 

ის მიხვდა, რომ თვითმფრინავით გაფრენის საშუალებას არ მისცემდნენ. ამის შემდეგ როგორ შეცვალა გადაწყვეტილება, არ ვიცი, რადგან ამ დროს მე სტრასბურგში ვიყავი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაზე და არ გვქონდა ისაფრთხო კავშირის საშუალება, რისი გამოყენებითაც ასეთ დეტალებზე ვილაპარაკებდით. უბრალოდ, ის ყოველთვის ამბობდა, რომ თუ მოინდომებდა, აუცილებლად შეძლებდა, გამოეძებნა გზა, რომლითაც საქართველოში ჩავიდოდა.

 

მას მაინც რომ ეცადა თვითმფრინავით ჩასვლა, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სხვა მგზავრებისთვის, ვინც მის თვითმფრინავში იქნებოდა და მის გამო არაკომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ. მიშას შეუძლია წავიდეს ნებისმიერ რისკზე, მაგრამ სხვა ადამიანების საფრთხეში ჩაგდება მისი სტილი არაა“. – თქვა ინტერვიუში ლიზა იასკომ.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

ავტორი: Prime Time

X