
X-ფაქტორის გამარჯვებულ ავთო აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ის მკურნალობას სახლში გადის.
ვისგან დაინფიცირდა მომღერალი და როგორ გრძნობს თავს ამაზე ის თავად საუბრობს:
„მეათე დღეა რაც კორონავირუსი დამიდასტურდა და მაქვს სიცხე. ორი დღე დავაკვირდები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. იყო საუბარი კლინიკაში მოხვედრაზე, მაგრამ რთული არ იყო ჩემი მდგომარეობა, ფილტვების ანთება არ მაქვს და ბინაზე გავდივარ მკურნალობას. როდესაც ვირუსი დამიდასტურდა, მოვიდნენ ჩემთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შეამოწმეს პირობები და დამტოვეს თვითიზოლაციაში.
თან ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბევრ სითხეებს ვსვამ, თავს ბევრად უკეთესად ვუფრთხილდები ვიდრე ამას საავადმყოფოში ან კოვიდ სასტუმროში მოვახერხებდი.
ექიმები სულ მირეკავენ. თავიდან ვიყავი მისული და როცა ფილტვები სუფთა აღმოჩნდა დავმშვიდდი, ყნოსვა დაკარგული მაქვს. სიცხე 37.1 მაქვს, ამბობენ რომ კორონავირუსი გადამდები იმ შემტხვევაშია, როდესაც ტემპერატურა 37.5-ზე მეტია, მაგრამ მე მაინც სახლში ვარ და არსად არ გავდივარ“, – ამბობს ავთო აბესლამიძე.























