13:42 | 2020-05-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი…“ – რამ გაახსენა პაატა იმნაძეს „მამლუქიდან“ ცნობილი სიტყვები

„არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი…“ – რამ გაახსენა პაატა იმნაძეს „მამლუქიდან“ ცნობილი სიტყვები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ბრიფინგზე, ლეო ესაკიას ყველასთვის ნაცნობ ისტორიულ სათავგადასავლო ფილმიდან – „ბაში-აჩუკი“ სიტყვები გაიხსენა.

 

„საინტერესოა, რომ ერთი ფრთა საუბრობს შვედეთზე, მეორე – ბელარუსზე. სხვათაშორის, ბელარუსში გაცილებით ნაკლები შეზღუდვა იყო, ვიდრე შვედეთში. პრაქტიკულად იქ არაფერი შეზღუდვა არ ყოფილა.

 

ამ ორმა ქვეყანამ მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია.

 

„ახლახანს ცუდად ვიყავი“ - რა რეაქცია ჰქონდა პაატა იმნაძეს 90 წლის დედის ავადმყოფობაზე
2020-04-24„ახლახანს ცუდად ვიყავი“ - რა რეაქცია ჰქონდა პაატა იმნაძეს 90 წლის დედის ავადმყოფობაზე

 

შვედებმა მეცნიერული მტკიცებულებებით კვლევა უკვე გამოაქვეყნეს. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა ამ მიდგომამ.

 

შვედეთის საქართველოსთან შედარება არ შეიძლება, არც იტალიასთან და ესპანეთთან, რადგან ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება სხვაა.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოქალაქეების 50 % ცალკე ცხოვრობს. მოსახლეობაზე თუ ვიანგარიშებთ, შვედეთში 6-ჯერ მეტი არის დაღუპული, ვიდრე დანიაში. ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი. ასევე, ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში.

 

ზოგს ბელარუსის მოდელი მოსწონს, ზოგს – შვედეთის. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X