11:09 | 2021-04-06 ავტორი: Prime Time

რატომ გამოაქანდაკა მიქელანჯელომ მოსე რქებით – ნახეთ, რა კავშირი აქვს ამ უცნაურ ისტორიას ბიბლიასთან

რატომ გამოაქანდაკა მიქელანჯელომ მოსე რქებით – ნახეთ, რა კავშირი აქვს ამ უცნაურ ისტორიას ბიბლიასთან

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურიდან საინტერესო ამბავზე წერს.

 

შეიძლება მუზეუმში ბევრს უნახავს, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რატომ გამოაქანდაკა მიქელანჯელომ მოსე რქებით. მიზეზი კი, როგორც დეკანოზი წერს, ბიბლიის ლათინურ თარგმანში გაპარული შეცდომაა.

 

“რატომ გამოაქანდაკა მიქელანჯელომ მოსე რქებით? გასაკვირია დღეს, მაგრამ უბრალო შეცდომის გამო. გამოსვლათა წიგნში წერია: “…ხედავდნენ ისრაელიანები მოსეს სახეს, რომ ბრწყინავდა მოსეს პირისკანი…” (გამ. 34,35) გამოსვლათა წიგნი ებრაულადაა დაწერილი და სიტყვა “ბრწყინავდა” ეწერა ასე: “კრნ”, რადგან ებრაულში ხმოვნები არ იწერება. კრნ კი შეიძლებოდა წაკითხულიყო ან როგორც “კარან” – ბრწყინვალება, ანდა როგორც “კერენ” – რქა. როცა ბიბლიია ებრაულიდან ლათინურად ითარგმნა მთარგმნელმა დაუშვა შეცდომა და “კრნ” თარგმნა და ჩაწერა როგორც კერენ ანუ რქები, შესაბამისად გამოვიდა, რომ ისრაელიანები ხედავდნენ მოსეს სახეს რქებით. თუმცა ეს შეცდომაა და უნდა იყოს: “კარან” – ბრწყინვალება, ელვარება ან შარავანდედი.”, – წერს თამაზ ლომიძე.

ავტორი: Prime Time

X