
უკრაინის პრეზიდენტი ადგილობრივი და უცხოური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ტელეკამერების თანდასწრებით კოვიდ-ვაქცინა გაიკეთა.
ამაში უცნაური არაფერია, თუმცა პრესას უჩვეულოდ მოეჩვენა, რომ მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაქცინაციისთვის ზედა-სამოსი მთლიანად გაიხადა და მკლავზე ნემსი ისე გაიკეთა.

ფოტოებს სოციალურ ქსელებსა და მედიაში უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. უკრაინულელი მომხმარებლები წერენ, რომ ამ გზით პრეზიდნტმა მისი ათლეტური აღნაგობის წარმოჩენა სცადა.
აქვე გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორ გაიკეთეს ვაქცინა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა.







ნახეთ ვიდეო: როგორ იკეთებდნენ ვაქცინას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები






















