
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ამის ერთ-ერთი მაგალითი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეა.
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინა ადამიანს ინფიცირებისგან არ იცავს, უბრალოდ ხელს უშლის შემდგომი გართულებების წარმოქმნაში.
როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პრაიმტაიმთან“ განმარტა, ვაქცინაცია ადამიანს არა ზოგადად დაინფიცირებისგან, არამედ ვირუსის მსუბუქი ფორმით გადატანაში ეხმარება, ისევე როგორც გრიპის ვაქცინა იცავს ადამიანს ჰოსპიტალიზაციისგან.
„ვაქცინის გაკეთებიდან ადამიანების დაცვის ხარისხი “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში, მით უმეტეს, ბრიტანული შტამის დაავადებისას 50%-ს არ აღემატება. მაგრამ მეორე 50% მძიმედ არ ავადობს და არ გარდაიცვლება, 1 დოზითაც ადამიანი დაცულია, მაგრამ მეორე დოზით დაცულობის ხარისხი ერთი ორმაგად ძლიერდება.
ვაქცინის მიზანია, ადამიანის დაცვა მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან და არა უბრალოდ სურდოს განვითარებისგან. ვაქცინაცია მსუბუქი დაავადებისგან 100%-ით ვერ იცავს. ვერც “ფაიზერი“, “მოდერნა“, “ასტრაზენეკა“, ვაქცინამ უნდა შეასრულოს თავისი დავალება, როგორც გრიპის ვაქცინამ“, – ამბობს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს.