11:31 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

რატომ ითხოვენ მეგი ბაქრაძის ადვოკატები „ასტრაზენეკას“ ფლაკონის გადაცემას

რატომ ითხოვენ მეგი ბაქრაძის ადვოკატები „ასტრაზენეკას“ ფლაკონის გადაცემას

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ.  ამასთან, უფლებადამცველები ელოდებიან, რომ ისინი იმ ფლაკონს მიიღებენ, რომლითაც მეგი ბაქრაძე აიცრა.

 

მეგი ბაქრაძის ადვოკატი „რუსთავი 2“-თან განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვან ადვოკატებისთვისფლაკონის გადაცემა.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაციის პროტოკოლით ფლაკონზე გახსნის დრო ეწერება და ეს დროები მნიშვნელოვანია. მეგი მეათე იყო ვინც აიცრა, ეს ფლაკონის შიგთავსით არ დასტურდება, რადგან „ასტრაზენეკას“ თითო ფლაკონი 5 მლ-ლ და 0,5 დოზას უკეთებენ თითო პიროვნებას, შესაბამისად ფლაკონში არაფერი არ უნდა იყოს დარჩენილი. ეს კონკრეტული ფლაკონი კი დაცლილი არ არის, ვიზუალური დათვალიერებითაც კი ეს ფლაკონი უამრავ კითხვას ბადებს.  ერთადერთი ჩვენი გამოსავალია ვიდეო – მტკიცებულებები, ასევე ვაპირებთ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც გარკვეული ფაქტების აღდგენაში დაგვეხმარება.

 

ჩვენ საქმის მტკიცებულებებზე აქამდე წვდომა არ გვქონია. რეალურად დღის წესრიგში დავაყენებთ საკითხს, რომ ოჯახს ჰყავდეს დამოუკიდებელი ექსპერტი“,- აღნიშნა ნინო ამაღლობელმა.

 

2021-04-13"ეს სწორედ განგაშის ზარია" - ინფექციონისტი მოსახლეობას მიმართავს

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.

 

ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X