21:43 | 2020-05-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მიღებულია დამაიმედებელი შედეგები! – რომელი წამალი ითვლება COVID-19-ისგან განკურნების ყველაზე ეფექტურ საშუალებად

მიღებულია დამაიმედებელი შედეგები! – რომელი წამალი ითვლება COVID-19-ისგან განკურნების ყველაზე ეფექტურ საშუალებად
პრეპარატ რემდესივირის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი თავის დროზე შეიქმნა ებოლას ცხელების სამკურნალოდ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს და განმარტავს, რატომ ითვლება „რემდესივირის“ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ეფექტურ სამკურნალო საშუალებად.

 

ცერცვაძე აცხადებს, რომ „რემდესივირის“ ეფექტიანობა აშშ-ში შემოწმდა და წინასწარი მონაცემებით, მიღებულია დამაიმედებელი შედეგები,

 

კერძოდ „რემდესივირით“ მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება.

 

„ა.წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით აშშ FDA-იმ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას.
ანალოგიური რეკომენდაცია აშშ FDA-იმ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტ – ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ.
პრეპარატ რემდესივირზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead Science-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.
ა.წ. 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა Anthony Fauci-იმ განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რემდესივირის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ
წინასწარი მონაცემებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ რემდესივირით მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება.
პროფესორმა Anthony Fauci-იმ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი რემდესივირი შესაძლოა COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.
შესაბამისად, აშშ FDA, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რემდესივირს COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს.
თუმცა ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ“, – აცხადევს თენგიზ ცერცვაძე.
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X