
რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ Ukraine 24-თან მისი და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
იასკოს თქმით, მას და სააკაშვილს დიდი ხანია სურთ თავიანთი ურთიერთობის გასაჯაროვება, თუმცა ამის გაკეთებას უფრო მშვიდ პირობებში აპირებდნენ.
როგორც, ექსპრეზიდენტის მეუღლემ აღნიშნა, სააკაშვილის დაკავება მათი ურთიერთობის გასაჯაროვების მიზეზი გახდა.
„მე მინდა მისი დაცვა, როგორც უკრაინელს, სახალხო დეპუტატს და მასთან დაახლოებულ ადამიანს. რა თქმა უნდა, მე ხალხისთვის სიმართლე უნდა მეთქვა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე ვიტყოდით [ურთიერთობის შესახებ] შედარებით მშვიდ გარემოში.
მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა“, – თქვა იასკომ.























