21:05 | 2020-05-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რატომ მიანიჭა პარლამენტმა მთავრობას დროებითი შეზღუდვების უფლება – დიმიტრი ხუნდაძე

რატომ მიანიჭა პარლამენტმა მთავრობას დროებითი შეზღუდვების უფლება – დიმიტრი ხუნდაძე

მთავრობისთვის შეზღუდვების დროებითი უფლების მინიჭების კანონის მიღების შემდეგ, უმრავლესობიდან, პარლამენტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან განმარტა, მთავრობას დროებითი შეზღუდვის უფლება კრიზისების მართვისთვის მიანიჭეს.

 

„ჩვენი ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. ეს განაპირობა შეზღუდვებმა, რომლებსაც გარკვეული უხერხულობა და უკმაყოფილება მოჰყვა. ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა, ეპიდემიოლოგების აზრით, შესაძლოა მეორე და მესამე ტალღაც მოჰყვეს.

 

ამიტომ, კანონპროექტი შევიმუშავეთ და გარკვეული რეგულაციები ხელისუფლებას კრიზისის მართვის შესაძლებლობას მისცემს. ეს ქვეყანას დააზღვევს იმისგან, რომ ზოგიერთი ქვეყნის მძიმე შედეგები ავიცილოთ თავიდან.

 

საგანგებო მდგომარეობის დროს, მკაცრი აკრძალვები მოქმედებდა, მაგრამ თუკი მცირე ლოკაციაში ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი იარსებებს, შემოვიღებთ მკაცრ საკარანტინო რეჟიმს.

 

რაც შეეხება, 15 ივლისამდე მთავრობისთვის შეზღუდვების უფლების მინიჭებას, ხელისუფლებას ექნება საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული ბერკეტები კრიზისის სამართავად.

 

განხილვების დროს, ოპოზიციის მხრიდან ითქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა დარჩენილიყო ამ რეგულაციის ნაცვლად, ამითი, ჩავარდებოდა საარჩევნო სისტემის კანონპროექტის განხილვა და საზოგადება უკმაყოფილო იქნებოდა.“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს.

 

კანონპროექტის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია: ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა, ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

გადაწყვეტილება მიღებულია! - შეზღუდვების უფლება მთავრობას 15 ივლისამდე ექნება
2020-05-22გადაწყვეტილება მიღებულია! - შეზღუდვების უფლება მთავრობას 15 ივლისამდე ექნება
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X