
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან დასრულდა. მისი თქმით, შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით შედგა და პატრიარქი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას დეტალურად გაეცნო.
„ამ შეხვედრის მიზანი პატრიარქის დეტალური ინფორმირება იყო, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ვიდეო – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
მათი მხრიდან, აღქმულია ის გლობალური პრობლემები, რომელიც გააჩნია სამყაროს პანდემიასთან მიმართებაში, საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ ვისაუბრეთ დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე, რომ მნიშვნელოვანია მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება, აღვნიშნეთ, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, თუმცა პანდემიის დასაძლევად მნიშვნელოვანი. ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას, როგორც ლოცვებში, ასევე ქადაგებებში და ეს სინოდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.























