
თბილისში კარანტინში მყოფმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს სცემა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ქალის შეტყობინების საფუძველზე ოჯახში ძალადობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცია დაკავებული.
ოჯახის ახლობელი ყვება, რომ ნაცემია, როგორც ქალი, ისე მამაკაცი.
„დაკავებული 30 წლის ბიჭია. მასაც დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა რაკიღა პოლიციაში ცოლმა დარეკა ეს ბიჭი დააკავეს.
კონსლიქტი მანამდეც ჰქონიათ, მაგრამ ჩაკეტილ სივრცეში ამდენი დღე სულ ერთად რომ იყვნენ არ ვიცი რა მოხდა.
ცოლს უთქვამს, უნდა დაგშორდე, მეგობარი მამაკაცი მყავსო. ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი. მსგავსი რამ ადრეც უთქვამს ამ გოგოს მეუღლისთვის. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან ძნელია“, – ყვება დაკავებულის ადვოკატი.
ჩვენი ინფორმაციით, თავად 28 წლის ქალი კი ჩვენებაში ამბობს, რომ მოძალადე მეუღლესთან დაშორება სურდა, რის უფლებასაც მამაკაცი არ აძლევდა და სცემდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.






















