
“პოლიტიკა არის ხალხისთვის და პოლიტიკა არ დგას ცალკე. ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში და არამგონია, რომ პოლიტიკა როდესმე იყოს დაშორებული ხელოვნებას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა და განმარტა, რატომ წავიდა ის პოლიტიკაში.
“იცით, შეიძლება მე არ დავიბადე პოლიტიკოსად და ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს ჩემზე, რომ როიალი თურმე არ არის ის თემა, რომ პოლიტიკაში არ შეიძლება შემოსვლა, მე არ ვიზიარებ ამას.
პოლიტიკაში მოდიხარ იმისთვის, რომ შენი გამოცდილება გაუზიარო შენს ადამიანებს, შენს ხალხს. ჩემი იდეები, პირველ ყოვლისა, ჩემს ქვეყანას ემსახურება”,- განაცხადა ბოლქვაძემ.






















