21:52 | 2021-05-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რატომ უბუჟდებათ სხეულის ცალკეული ნაწილები „სინოფარმით“ აცრილებს – ლევან გოფოძის განმარტება

რატომ უბუჟდებათ სხეულის ცალკეული ნაწილები „სინოფარმით“ აცრილებს – ლევან გოფოძის განმარტება

სინოფარმით“ ვაქცინირებული რამდენიმე ადამიანი აცხადებს, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილები დაუბუჟდათ. თუმცა საგულისხმოა, რომ ბარათზე, სადაც ვაქცინაციის შესაძლო გვერდითი მოვლენებია მითითებული, დაბუჟება ჩამონათვალში არ არის.

 

აკადემიკოსი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ Sinopharm-ის ვაქცინას დაბუჟება არ ახასიათებს და ეს მისი სიმპტომი არ არის. გოფოძე იმ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი სიმპტომი გამოუვლინდათ, იმ კლინიკაში მისვლას ურჩევს, სადაც მათ ვაქცინა გაიკეთეს.

 

 

„დაბუჟებას არ იწვევს და შესაბამისად არ წერია. შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ ადამიანთან გამოიწვიოს, თუმცა დაბუჟება მისი მახასიათებელი არ არის. დაბუჟება შესაძლებელია ინექციის ბრალი იყოს. ინქეციას ახლდეს და არა თვით ვაქცინას. 

 

შესაძლებელია ინექციის შედეგად ნერვულ დაბოლოებაში მოხვდა თვითონ ეს წამალი ან ნემსმა გაიარა. შესაძლებელია, როცა შეიყვანეს დოზა, ნემსზე ზეწოლა განახორციელეს, ცოტა ძნელი თეორიაა. ის, რომ თვითონ ვაქცინის ბრალი იყოს რაღაცა ეგეთი რამ არ უწერია ვაქცინას. ემოციური ფონიც არ არის გამორიცხული. თუკი ვინმეს დაუბჟდა, უნდა მიმართოს ექიმს,” – აცხადებს გოფოძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X