
ახლა ბევრი იტყვის და კი ბატონო, მეც ვამბობდი თავიდან, რომ ავადმყოფს უნდა ეკეთოს პირბადე, მაგრამ ჯანმრთელს არა.
მაგრამ ამ დაავადებამ აჩვენა, რომ უსიმპტომო შეიძლება იყოს საკმაოდ ბევრი, – ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე საუბრობს.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ხომ არ ვიცით, ვინ არის ავად, ვინ არ არის ავად, ამიტომაც, უნდა შევწუხდეთ და სანამ ეს დაავადება იქნება, სამწუხაროდ, უნდა ვატაროთ ნიღბები იქ, სადაც რისკია იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვიღაც სხვა გავხადოთ ავად.
სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“, – ამბობს იმნაძე.























