
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარის, ირინა სარიშვილის პოსტს იზიარებს, რომელშიც ვაქცინაციის მნიშვნელობაზეა საუბარი.
“რატომ ვიცრები?
იმიტომ რომ აცრა 10–ჯერ ამცირებს ჩემ დაინფიცირების შანსს; იმიტომ რომ დაინფიცირების შემთხვევაში გადავიტან იოლად და არ მოვკვდები; რატომ მინდა რომ შენც აიცრა?
იმიტომ რომ შენი დაინფიცირების შანსიც 10–ჯერ შემცირდება და ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გაზრდაა;
ეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტატისტიკაა. ეს ციფრებია, რომელსაც ვერსად წაუხვალ: დაინფიცირებული აცრილების დაბალი პროცენტი და არცერთი ლეტალური შედეგი.
გაიგებ რასაც ვამბობ? შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც.
ვერ გაიგებ? აცრის დაძალების უფლება არ მაქვს, მაგრამ იმის უფლება კი მაქვს, გითხრა – მერე გვიან იქნება.
პ. ს: ამ ტექსტის ავტორი არ ვიცი ვინ არის მაგრამ ჩემი სათქმელი თქვა“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓
ასევე დაგაინტერესებთ:























