
„ლეობორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმაურება.
ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „პრაიმტაიმი“ მას უცვლელად გთავაზობთ.
„თუ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნის გამო გამოიწვიეს საქართველოს ელჩი, რატომ არ გაკეთდა იგივე, როდესაც პრეზიდენტ ალიევის მთავრობამ წაგვართვა დავით გარეჯის უმთავრესი კომპლექსი, ჩიჩხიტური, უდაბნოს და აღდგომის მონასტრები?
რატომ ზის ბაქოში ის არარაობა ელჩი პატარიძე და რატომ უხდის მადლობას დღეგამოშვებით წამრთმევებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის?“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.
თუ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნის გამო გამოიწვიეს საქართველოს ელჩი უკრაინაში,რატომ არ გაკეთდა იგივე,როდესაც პრეზიდენტ…
Gepostet von Shalva Natelashvili am Freitag, 8. Mai 2020






















