17:03 | 2021-10-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რაც ახლა ხდება საქართველოში, პირდაპირი გზაა ლოკდაუნისკენ – გიორგი ფხაკაძე

რაც ახლა ხდება საქართველოში, პირდაპირი გზაა ლოკდაუნისკენ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ასახულია რუსეთში არსებული მძიმე ეპიდვითარება. ირკვევა, რომ ქვეყანაში დღითიდღე ვირუსს მეტი და მეტი ადამიანი ეწირება, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასაც უჩივიან.

 

ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანები არ იცავენ მსოფლიოში დადგენილ წესებს, რითაც ვირუსის გავრცელებას შეზღუდავენ. ფხაკაძის თქმით, საქართველოში მსგავსი სცენარი განვითარდება, თუ შესაბამისს ზომებს არ მივიღებთ.

 

„ეს იქნება საქართველოში 2-3 კვირაში. გეყოთ პოლიტიკა, მიხედეთ საქმეს. ხვალიდან: გადავიდეთ „ფაიზერის“ ვაქცინაზე, გამოიყენეთ ყველგან სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, კოვიდ საშვი მხოლოდ „ფაიზერით“ აცრილებისთვის, მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი.

 

თავს ნუ ვიტყუებთ, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირი გზა ლოკდაუნისკენ“, – წერს ფხაკაძე.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X